Thursday, April 2, 2009
ხელთუბნის საჯარო სკოლა
პედაგოგები:
1.თამარ მელაძე(დაწყებითი კლასების მასწავლებელი)
2. ელილა კოპაძე (ქიმიის მასწავლებელი )
გუნდის შემადგენლობა:
1.ვახტანგ სეფედაური X კლასი
2.თამთა მარკოზაშვილი XI კლასი
3. სოფო სეფედაური XII კლასი
4. ანი მაისურაძე XI კლასი
5.ლელა მარკოზაშვილი XII კლასი
1. როგორ წარმოიქმნა მთის ქანები და ნიადაგები
2. თიხის წარმოშობა, თიხის ქიმიური შემადგენლობა
3. კერამიკა
4. კერამიკული ნაწარმი
5. სამეთუნეო თიხა, თიხა მეღვინეობაში
6.თიხა მედიცინასა და კოსმეტოლოგიაში
7. თიხა ,,ბიბლიაში’’
8. თიხა ფოლკლორსა და პოეზიაში
9. ლეგენდა თიხებიდან ალუმინის მიღების შესახებ
10. თიხის ნაკეთობები ხელთუბანში
თიხა და თიხის ნაკეთობები
1. როგორ წარმოიქმნა მთის ქანები და ნიადაგები
ჩვენი პლანეტა აგებულებით უზარმაზარ კვერცხს ჰგავს. ცენტრში მდებარეობს თხევადი გავარვარებული ბირთვი, რომელსაც აკრავს მანტია და ბოლოს შედარებით თხელი მკვრივი ფენა. ამ ფენას დედამიწის ქერქი ეწოდება. დედამიწის დიამეტრი 13 ათასი კილომეტრია, დედამიწის ქექისა კი - სულ რამოდენიმე კილომეტრი. სხვადასხვა ადგილებში ქერქი სხვადასხვა ზომისაა. მაგ., ზღვის ფსკერზე უფრო თხელია, ხმელეთზე - შედარებით სქელი, მთებში - კიდევ უფრო სქელი. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, დედამიწის ქერქის სისქე დედამიწის დიამეტრზე ასჯერ ნაკლებია.
ვულკანები
დედამიწის ქერქი ზოგან ნაპრალებს იკეთებს. ამის გამო, ქერქის ქვეშ არსებული ცხელი თხევადი ნივთიერება ზედაპირს უახლოვდება და ზოგჯერ გარეთაც გამოდის. დედამიწა გუგუნებს და ირყევა, ნაპრალიდან იფრქვევა ნამწვავის ნაკადი, ფერფლი, ორთქლი და გაზები, ანუ მაგმა, რომელიც იქვე ცივდება. წარმოიქმნება დიდი ქვები. ვაკე ადგილას ვულკანი ძალიან იშვიათია. უფრო ხშირად მაგმა ერთსა და იმავე ადგილას ამოხეთქავს ხოლმე. და მაშინ ეს ადგილი მთის ფორმას იღებს.
ყოველი ახალი ამოფრქვევისას ზედაპირზე მაგმის ახალი პორცია ხვდება, რომელიც შემდეგ მაგრდება. ვულკანები აფრქვევენ არა მხოლოდ მაგმას. მათი ამონაფრქვევის დიდი ნაწილი ფერფლი და გაზებია.
ზოგი ვულკანი მოქმედია, ზოგი - დიდი ხნის ჩამქრალი. თუმცა ყოფილა შემთხვევები, როცა ჩამქრალ ვულკანებს გაუღვიძიათ და მთელი მიმდებარე ადგილები „დაუბომბავთ“ გავარვარებული ქვებითა და ფერფლით, გავარვარებული მაგმით დაუფარავთ დიდი ტერიტორიები. ასე დაღუპულა მთელი ქალაქები. მაგალითად, ძველ იტალიაში ასე განადგურდა ქალაქები პომპეი და ჰერკულანუმი, როცა ვეზუვის ვულკანი ამოიფრქვა.
მთის ქანები
დედამიწის ქერქი სხვადასხვა ნივთიერებებისაგან შედგება. ზედა ფენას, რომელზეც მცენარეები იზრდება ნიადაგი ეწოდება. ნიადაგის ქვეშ განლაგებულია ქვიშის, თიხისა და სხვადასხვა სახის ქვების დანაშრევები. ამ ერთგვაროვან მასებს, რომლებიც დედამიწის ქერქს ქმნიან, ეწოდებათ მთის ქანები.
არცერთი მთის ქანი არ შედგება მხოლოდ ერთი ნივთიერებისაგან. ყველა მათგანი ნივთიერებათა ნარევს წარმოდგენს. მაგალითად, თუ ყურადღებით დავაკვირდებით გრანიტის ნატეხს, მასში შევნიშნავთ სხვადასხვა სახის მარცვლებს. გრანიტში შემავალ ყველა მარცვალს თავისი სახელი აქვს - კაჟშპატი, კვარცი, ქარსი. ეს სხვადასხვა მინერალების სახელწოდებებია. ამგვარად, მთის ქანები სხვადასხვა მინერალებისაგან შედგებიან.
გაცხელებისას ყველა სხეული ფართოვდება, გაციებისას კი იკუმშება. თუ გრანიტის ნატეხს რამოდენიმეჯერ გავაცხელებთ და უცებვე გავაცივებთ, ქვას ჯერ ბზარი გაუჩნდება, ბოლოს კი მთლიანად დაიშლება.
რატომ ხდება ასე? გაცხელებისას ფართოვდება გრანიტში შემავალი მინერალები, მაგრამ განსხვავებულად. გაციების დროს კი ისევ იკუმშება, ამჯერადაც განსხვავებულად. ამის გამო, მარცვლებს შორის ბზარები ჩნდება.
მზის სითბო და ყინვა თანდათან შლის მინერალებსა და მთებს. შემდეგ კლდეების პატარა ნაპრალებში წყალი ხვდება. გაყინვისას წყალი ნაპრალებს აფართოებს. ნაპრალებს აღრმავებს კლდეებზე ამოსულ მცენარეთა ფესვებიც.
ასე თანდათანობით იშლებიან თვით უმკვრივესი ქანებიც კი. შემდეგ ეს ნატეხებიც იშლება და ნიადაგს ერევა. კიდევ უფრო სწრაფად იშლებიან მდინარეების ნაპირებთან ახლოს მდებარე ქანები. მდინარე ყოველი ადიდებისას რეცხავს მათ. გამოფიტვის პროცედურების შედეგად სილიკატებში ტუტე ლითონების ოქსიდები იცვლება წყლით და წარმოიქმნება თიხები.
2. თიხის წარმოშობა, თიხის ქიმიური შემადგენლობა
ქიმიურად თიხა ალუმინის სილიკატია, რომელშიც ალუმინის ზოგიერთი იონი სხვა მეტალებით არის ჩანაცვლებული. მინარევის სახით ხშირად გვხვდება რკინისა და მაგნიუმის სილიკატები. ამ “უცხო” იონების რაოდენობაზე დამოკიდებულებით, თიხა სხვადასხვა ქიმიურ და ფიზიკურ თვისებებს ამჟღავნებს – წყალგაჯერების, პლასტიკურობის, ადსორბციის და სხვა მრავალ შესაძლებლობებს. იერთებს რა მეზობელი ქანებიდან სხვა ქიმიური ელემენტების მარილებს, თიხა მკურნალობასა და გაჯანსაღებაში გამოყენების დამატებით ძალებს იძენს. ჩვენს ორგანიზმში ხომ, ამა თუ იმ სახით, მენდელეევის მთელი პერიოდული სისტემა არსებობს, მაგრამ ყველა ელემენტი არ არის სხეულისთვის საჭირო რაოდენობით, ხოლო მათი მიღება პროდუქტებიდან ან სინთეტიკური ვიტამინებით იოლი არ არის. ამიტომ, მრავალი ცოცხალი არსება საკვებში, და არა მხოლოდ საკვებში, თიხას იყენებს როგორც ორგანიზმისთვის არასაკმარისი რაოდენობით არსებული კომპონენტების აღმდგენელს (შემავსებელს).
3. კერამიკა
კერამიკა (ბერძნული სიტყვიდან ,,კერამონ’’-თიხა) . კერამიკის წარმოებისათვის ძირითადი ნედლეულია თიხა. თიხასთან ცოტაოდენი წყლის შერევით მიიღება პლასტიკური ცომი, რომელსაც აქვს მიცემული ფორმის შენარჩუნების უნარი. ფომას ინარჩუნებს გამოშრობის შემდეგ და მაგრდება გამოწვისას. გამომწვარი თიხის ნაკეთობებს კერამიკული ეწოდება.
საქართველოს ტერიტორიაზე კერამიკული ნაწარმის წარმოება არქეოლოგიურად ჩვენს წელთააღრიცხვამდე VIII – VII ათასწლეულის თარიღით არის დასაბუთებული.
ჩვენს წელთააღრიცხვამდე ჯერ კიდევ VI საუკუნიდან დაწყებული ქართველური ტომები ამზადებდნენ კერამიკულ ნაწარმს ორნამენტებით.
თეთრი თიხისაგან ამზადებენ ფაიფურისა და ქაშანურის ჭურჭელს. თიხის ცომისაგან დამზადებული ნაკეთობანი გამოწვით მხოლოდ შეცხობის დასაწყისამდე მიიყვანება და არა ლღობამდე.
კერამიკული ნაკეთობანი ფოროვანი და ტენგამტარია.ამიტომ გარედან მათ ფარავენ ჭიქურით-სხვადასხვა ადვილღობადი შედგენილობით,რომელიც კერამიკული ნაკეთობის ზედაპირზე თხელ,ტენგაუმტარ მინისებურ ფენას წარმოქმნის.
4. კერამიკული ნაწარმი
კერამიკული ნაწარმი ფართოდ გამოიყენებოდა ქართველური ტომების ყოფა¬ცხოვრებაში. საუკუნეთა განმავლობაში დამუშავებულ იქნა მეღვინეობასთან დაკავშირებული ჭურჭლის დიდი მრავალსახეობა. XVII საუკუნეში შედგენილ ქართული ენის ლექსიკონში დამოწმებულია ღვინის სმისთვის განკუთვნილი ჭურჭლის 30 ქართული სახელწოდება. ამ მწკრივში განსაკუთრებული ადგილი დოქს (კოკას) უჭირავს.
თიხის დოქი არის ჭურჭელი, რომელიც დამზადებულია სპეციალური თიხისგან, შემდგომი გამოწვით და წრთობით. გამოიყენება ყურძნის წვენის დასადუღებლად, აგრეთვე ღვინის მოსამზადებლად და შესანახად. ცნობილია ძველებური ამფორები. თიხის დოქები (კოკები) – ქვევრი ფართოდ არის გავრცელებული საქართველოში.
თიხის დოქები სახეცვლას განიცდიდნენ, თანდათან მიიღეს თანამედროვე ვიწრო და მაღალი ფორმა, რაც უზრუნველყოფდა რეცხვის შესაძლებლობას და მიწაში ღრმად ჩაფლობას, დადუღებისას თანაბარი ტემპერატურის შესანარჩუნებლად. საქართველოში ცნობილია თიხის კოკები ორმაგი კედლებით – დუღილის ტემპერატურის სარეგულიროდ, ტკბილი და ცქრიალა ღვინოების მისაღებად. ქვევრი, თიხის კოკები, ძველთაგანვე გამოიყენებოდა საქართველოში ღვინის დასადუღებლად და ხანგრძლივად შესანახად. მისი ტევადობა 3500 ლიტრს აღწევს. ღვინიან ქვევრს მიწაში ფლობენ, სახურავით ფარავენ, რომელიც, თავის მხრივ, თიხით არის გადაფარული. ქვევრი დღევანდლამდე გამოიყენება კახური სამარკო და ორდინალური ღვინოების წარმოებაში. განსაკუთრებული მრავალფეროვნებით და ფორმების დახვეწილობით გამოირჩევა ქართული კერამიკა, რომელიც დამშვენებულია ტრადიციული ეროვნული ორნამენტით, აგრეთვე სხვადასხვა ცხოველებისა და ფრინველების გამოსახულებით.
კერამიკული ჭურჭლის გამოყენების ათასწლეული ისტორია და ამ ჭურჭლიდან ღვინის მსმელი მილიონობით ადამიანი, ეჭვგარეშეა, მოწმობს თიხისგან დამზადებული ჭურჭლის ეკოლოგიურ სისუფთავეს, რასაც ადამიანებისთვის მოაქვს ჯანმრთელობა და დღეგრძელობა, ცხელ დღეებში ღვინის სმისას სასურველი სიგრილე.
ჩუღურეთის ნიადაგი, ხელს უწყობდა თიხის კულტურის განვითარებას. თიხა უნიკალური თვისებების მქონე ქანია და ადამიანი მას უხსოვარი დროიდან იყენებს. ჩუღურეთელებს თიხა მტკვრის სანაპიროდან ამოჰქონდათ. თიხის დამუშავებას მეთუნეობა ეწოდება, ხოლო თვითონ დამმუშავებელს (ოსტატს, ხელოსანს) მეთუნე. თიხის ჭურჭლის დამუშავების ტექნოლოგია დღემდე არ შეცვლილა, ამისათვის გამოიყენებენ მარტივ მოწყობილობას, რომელსაც სამეთუნეო მორგვი ჰქვია. მორგვის მეშვეობით მზადდებოდა წყლის, ღვინის, სამზარეულო და სამეურნეო მოხმარების მრავალი ჭურჭელი, მეორეს მხრივ კრამიტი, აგური და თიხის მილები.
ქალაქის ბაზარზე ჩუღურეთელებს აგურის, კრამიტის და თიხის ჭურჭლის გარდა გასაყიდად საპონიც გაჰქონდათ, ჩუღურეთის საპნის სახარში XIX საუკუნის 30-იანი წლების ჩათვლით ერთადერთი იყო იმდროინდელ თბილისში ეს სახარში მდებარეობდა დიდხევის ახლოს.
წარმოებაში თიხის გადამუშავების გარკვეული ტექნოლოგიით ხდება კერამიკული აგურის მიღება.
5. სამეთუნეო თიხა, თიხა მეღვინეობაში
რამდენ სასარგებლოს და მრავალფეროვანს ინახავს თავის თავში თიხა! კაცობრიობისთვის ყველაფერი დაიწყო სამეთუნეო თიხისგან, ანუ ორი სახეობის თიხის ნარევისგან – კაოლინისაგან და გუნდა თიხისგან. სამეთუნეო ნაწარმს პირველი ანიჭებდა ერთგვაროვან სტრუქტურას და სწორ ზედაპირს, მეორე კი –სიმტკიცეს.
სამეთუნეო თიხის გამოგონებას მოჰყვა სამეთუნეო ქურა – თიხის ნაკეთობების გამოსაწვავი ღუმელი, რომელშიც გამოწვა საწვავის წვის შედეგად გამოყოფილი ცხელი აირებით ხდებოდა.
ქართულ მეღვინეობაში ოდითგანვე გამოიყენებოდა თიხის განსაკუთრებული ქოთნები – ქვევრი. მასში დაყენებული ღვინო გამოირჩეოდა გემოვნების ელფერის წარმოუდგენელი კეთილშობილებით და სასარგებლო მიკროელემენტებით.
თანამედროვე მეღვინეობაში ღვინის დასამუშავებლად განსაკუთრებულ, ე.წ. ბენტონიტურ თიხას იყენებენ. ბენტონიტები მინერალებით აგებული წვრილფოროვანი თიხებია, რომლებსაც შეჭიდულობის, ადსორბირების და კატალიზატორული აქტიურობის მაღალი თვისებები გააჩნია და განკუთვნილია ღვინის ბადაგის, ღვინის მასალების გასაუფერულებლად და იცავს ღვინოს ცილოვანი შემღვრევისაგან. ბენტონიტი ღვინის ბიოლოგიურ სტაბილურობას ამაღლებს მიკროორგანიზმების (საფუარი, ბაქტერიები) ადსორბციის შედეგად. საქართველოს ბენტონიტური თიხები მსოფლიოში საუკეთესოდ ითვლება.
ნაწილაკების ზომა არის თიხის ის მთავარი თვისება, რომელზეც აგებულია მისი გამაჯანსაღებელი ეფექტები. საქმე იმაშია, რომ ასეთი მცირე ზომისას, თიხის ყოველ ნაწილაკს უზარმაზარი ადსორბციული ზედაპირი აქვს – 80-დან 800-მდე კვადრატული მეტრი თიხის ერთ გრამზე, იმის მიხედვით, თუ რომელი ქანისგან არის წარმოქმნილი თიხა. ამ უზარმაზარ ზედაპირზე მუდმივად მიმდინარეობს ესა თუ ის ფიზიკური და ქიმიური პროცესები. სწორედ მათზე არის დაფუძნებული ადამიანისთვის ამ თვისებების სარგებლიანობა.
6.თიხა მედიცინასა და კოსმეტოლოგიაში
თიხის სამკურნალო თვისებები
თიხის სამკურნალო თვისებები ცოტა როდია. მათ შორის დადგენილია შემდეგი:
ავადმყოფობების შთანთქმის უნარი.
ანტიბაქტერიული მოქმედება.
მზის მაგნეტიზმი.
თიხა ეს უდიდესი საჩუქარია დედამიწაზე მცხოვრებ ყველა ადამიანის ბედისა!
თიხას შეუძლია ორგანიზმიდან გამოიტანოს ტოქსინები და შლაკები, ამასთან, საჭმლის მომნელებელი სისტემისაგან ძალზე დაშორებული ქსოვილებიდან და ორგანოებიდანაც კი.
შემუშავებულია რეცეპტურა და ტექნოლოგია სუსპენზიის მიღებისა, რომელიც შეიცავს თიხა-ასკანესა და კაკლის ფოთლების ექსტრაქტს. შესწავლილია მისი კოლოიდური სტაბილობა, გამოთავისუფლება (აგარის გელში და ნახევრადგამტარ მემბრანაში დიფუზიის მეთოდით) რეოლოგიური თვისებები. შემუშავებულია ანალიზის მეთოდიკა. ნაჩვენებია, რომ სუსპენზია აკმაყოფილებს ყველა აუცილებელ მოთხოვნას.
მათეთრებელი ნიღაბი
თქვენ დაგჭირდებათ:
1 კვერცხის ცილა;
1 ჩაის კოვზი მარილი;
1 სუფრ. კოვზი თიხა (აფთიაქიდან);
2-3 წვეთი ლიმონის წვენი;
რამოდენიმე ფოთოლი პიტნა (ახალი ან გამხმარი).
შეურიეთ ერთმანეთს ინგრედიენტები და დაიდეთ სახეზე. დაელოდეთ სრულ გაშრობას (დაახლ. 15-20 წ.). შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
თიხა საბავშვო კოსმეტოლოგიაში
საბავშვო პროცედურის თავისებურებები
კოსმეტიკური პროცედურები ბავშვებისთვის იშვიათად განსხვავდება მოზრდილთა პროცედურებისგან. განსხვავება არის კოსმეტიკურ საშუალებებში, რომელსაც ექიმი ბავშვებთან მუშაობისას იყენებს.
ექიმმა პატარა პაციენტებთან ურთიერთობისას უნდა გაითავისოს, რომ ნორჩი კანი განსაკუთრებული მცენარეული კომპონენტების შემცველი პრეპარატებით უნდა დამუშავდეს, ბალახებსა და მცენარეულ ექსტრატებზე დამზადებული კრემები და ნიღბები ნაზად უვლიან კანს. ისინი არ იწვევენ კანის ალერგიას და გაღიზიანებას. ერთ-ერთი პოპულარული პრეპარატი, რომელიც საბავშვო კოსმეტოლოგიაში გამოიყენება არის სამკურნალო თიხა, რომელიც მეტად სასარგებლოა.
7. თიხა ,,ბიბლიაში’’
თიხის სამკურნალო თვისებების შესახებ ,, ბიბლიაში’’ ვკითხულობთ ; იესომ „ჰნერწყვა ქუეყანასა, და შეჰქმნა თიხა ნერწყვისაგან და სცხო თიხა იგი თვალთა მის ბრმისათა“. სხვა დროს იესო ქრისტე უსინათლოთ კურნავდა მხოლოდ სიტყვით, ან ხელის შეხებით, ანდა ნერწყვით. ახლა კი მან შექმნა თიხა და იგი სცხო ბრმას. ცხადია, აქ თიხა არის მხოლოდ გარეგანი, ხილული მხარე მომხდარი სასწაულისა, რაც კაცთათვის თვალსაჩინოსა და განცხადებულს გახდიდა ყოველივე მომხდარს. მაგრამ აქ თიხას სხვა მნიშნველობაც აქვს. მაცხოვარს, რა თქმა უნდა, ერთი სიტყვითაც შეეძლო მოეხდინა სასწაული და მიეცა ბრმისათვის მხედველობა, მაგრამ მან იცოდა, რომ ფარისევლებიცა და სჯულისმცოდნენიც, ისედაც უმეცრებაში ჩავარდნილნი, კიდევ უფრო მეტად დაბრკოლდებოდნენ, ამიტომ იმისათვის, რომ ისინი როგორმე მიმხვდარიყვნენ მის ღვთაებრიობას, ბრმადშობილის განსაკურნებლად იყენენს თიხას, რითაც ურიებს გაახსენებს ღვთის მიერ ადამიანის თიხისაგან შექმნას.
,,ბიბლიიდან ‘’ ცნობილია,რომ ღმერთმა პირველი ადამიანი თიხისაგან გამოძერწა, შთაბერა სული და შექმნა მამაკაცი მსგავსად უფლისა უფლის ხატისა.
მე ვარ თიხა.
შენ ვერ შეძელი მოდრეკა თიხის,
და გამოძერწა თიხისგან ქალის,
რომელიც, ალბათ, " მე" ვიქნებოდი,
და ამით კი შენ უფალი ჩემი შეიქმნებოდი.
მე კი ეს მსურდა, იმედიც მქონდა,
მაგრამ ამაოდ და სამწუხაროდ
დარჩება ქალი ისევ ისეთი,
როგორიც იყო, - არასწორად გამოძერწილი,
ქარივით მარტო და აწეწილი.
შენ ვერ შეძელი არა იმიტომ,
რომ არ გეყო ამისთვის ძალა,
ჩვენ იმ დროს შევხვდით,
როცა მე უკვე გამომძერწა სხვა ხელმა მყარად.
დამსხვრევას ნიშნავს გამოძერწვა ჩემი ახალად.
8. თიხა ფოლკლორსა და პოეზიაში
,,ბიბლიის’’ მსგავსად, თიხისაგან ადამიანის წარმოშობის შესახებ ეს ხალხური ლექსიც შენიშნავს:
მაკედ არის მარტის დილა მძიმმუცელა ღრუბლიანი,
ელოდება მთა და ბარი - რას მოიგებს? არჩევანი
არის დღემდე უნახავი, ჩვენ ვართ მხოლოდ არადანი,
რაც არ უნდა იტრაბახო - თიხა არს ადამიანი.
თიხის ელასტიურობის შესახებ გალაკტიონ ტაბიძე ლექსში ,,გეტერა’’ წერს:
სთქვა მოქანდაკემ... მაშინვე მიწა
გადაურია, დასწნა, დაგრიხა,
და წუთის უმალ უკვდავ ქანდაკად
გადააქცია უბრალო თიხა,
და აფროდიტას სახედ ტაძარში
დასდგა, რომ მისთვის ეცათ თაყვანი,
და დიდხანს, დიდხანს იცოცხლებს კიდევ
გაშიშვლებული გეტერას ტანი.
9. ლეგენდა თიხებიდან ალუმინის მიღების შესახებ
ერთმა მეფემ თავის შეგირდს დაავალა სამეფო გვირგვინის დამზადება. შეგირდმა შეასრულა დავალება და როდესაც ის მეფეს გვირგვინს გადასცემდა, შემთხვევით ხელიდან გაუვარდა. გვირგვინმა ფორმა შეიცვალა. მეფე გაოცდა და შეგირდს ჰკითხა, თუ რისგან დაამზადა მან გვირგვინი? შეგირდმა უპასუხა: გვირგვინი თიხისაგან დავამზადეო. საოცარია, იმ პრიმიტიულ პირობებში როგორ მიიღო შეგირდმა თიხისაგან ალუმინი?
10. თიხის ნაკეთობები ხელთუბანში
სოფელ ხელთუბანში უძველესი დროიდანვე თიხისაგან საამშენებლო მასალას-ალიზს აწარმოებდნენ. სოფელში დღემდეა შემორჩენილი ალიზისაგან აშენებული ძველი შენობების ნანგრევები.
ფოტოები
ხელთუბანში რამდენიმე ტაძარია. ტაძრების შიგნით თიხისაგან შექმნილი სხვადასხვა ნაკეთობისა და უძველესი ჭურების ნაშთებია.
ფოტოები
Subscribe to:
Posts (Atom)